03, ივნისი 2019 17:35:00
„მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული“- ღია წერილს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ავრცელებს. ნათია ზოიძე ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტსა და არჩევნებს პოლიტიკურად მართულ პროცესს უწოდებს. ამბობს, რომ მალე მოქალაქეებს ხელისუფლებისგან გაკონტროლებული საზოგადოებრივი მაუწყებელი ეყოლება. ღია წერილში ასევე იკითხება, რომ მას სახელისუფლებო გუნდის ინიციატივით მიუგზავნეს ახლობელი ადამიანები, რომლებიც სთხოვდნენ, რომ დირექტორის არჩევნებში არ მიეღო მონაწილეობა.ზოიძე ამტიცებს, რომ ხელისუფლება სასურველ კანდიდატს ამზადებდა. “თქვენ, ვისაც ეს გეხებათ, მშვიდად ნუ დაელოდებით ახალი დირექტორის არჩევას”- მიმართავს მრჩეველთა საბჭოს წევრებს.