03, ივნისი 2019 20:17:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის გულგრილობას 10-მდე ოჯახმა საპროტესტო აქციით უპასუხა.ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლით მომარაგება ერთი თვეა რაც შეუწყდათ, თუმცა ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გააკეთა.აქ მცხოვრებლები ყვებიან,რომ სასმელი წყალი აქამდეც შეზღუდულად მიეწოდებოდათ. ადგილობრივები მრიცხველების დამონტაჟებას და პრობლემის დროულ მოგვარებას მოითხოვენ.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრიმა ხელისუფლებამ თანხები არამიზნობრივად დახარჯა. მიშა ბოლქვაძემ მერთან ტელეფონით დაკავშირება სცადა, თუმცა ჯუმბერ ვარდმანიძემ მათ არ მოუსმინა.
ხელვაჩაურის მერის ქმედებამ მოქალაქეების გააღიზიანება გამოიწვია. ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს.
მოგვიანებით, საპროტესტო აქციაზე ხელვაჩაურის მერი მივიდა და მოსახლეობას პირობა მისცა, რომ სასმელი წყლის მიწოდებას ხვალიდან აღუდგენენ.
სალიბაურში სასმელი წყლით მიწოდების პრობლემა მოქალაქეებს წლებია აწუხებთ.