03, ივნისი 2019 20:04:00
ვარდენ ფარტენაძე იმ ყოველდღიურ პრობლემებზე გვიყვება, რაც რამდენიმე წელია ოჯახს აწუხებს. გარდა იმისა, რომ უამინდობისას ჭერიდან სახლში წყალი ჩადის, ამორტიზებულია იატაკი, თავისი ხელით შეკეთებული ხის ფიცრული კი დღითიდღე ზიანდება. ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების სააგენტოს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ფარტენაძეების ოჯახმა ქულათა მაღალი შეფასება მიიღეს.
სამი წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მეუღლე დაკარგა, თვითონ კი სხეულზე მძიმე დაზიანებები მიიღო. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში 20 წელი იმუშავა, სამსახური ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, დატოვა. ოჯახი ახლა თავს 9 წლის შვილისმარჩენალდაკარგულის პენსიით ირჩენს, რომელიც 100 ლარს შეადგენს.
მამა-შვილის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობენ მეზობლები. ისინი სააგენტოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ფარტენაძეების ოჯახის ხელახალი გადამოწმება 2020 წლის თებერვალშია შესაძლებელი.
იმ შემთხვევაში თუ ვარდენ ფუტკარაძე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უმუშევრობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარადგენს, შესაძლოა სოციალური მომსახურების სააგენტომ ოჯახი თებერვლამდე შეისწავლოს.