03, ივნისი 2019 20:16:00
შესაძლოა ბათუმში, მეეზოვეების ის ჯგუფებიც გაუქმდეს, რომლებიც კორპუსების მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ. ამის შესახებ სანდასუფთავების სამსახურმა გრიბოედვის ქუჩაზე მცხოვრებლებს მას შემდეგ განუცხადა, როცა ადგილობრივებმა ორგანიზაციის მისამართით უკმაყოფიელბა გამოთქვეს:
ირკვევა, რომ ბათუმში, ეზოებს 2 ჯგუფი ასუფთავებს. 8 მეეზოვე თამარის დასახლებას, მახინჯაურის, ჩაქვის და ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე არსებული კორპუსების ეზოებს 10 დღეში ერთხელ გვის.
დასუფთავების პრობლემებია ქალაქის იმ ნაწილშიც, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა. ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე დილის 11 საათზე დაყრილი სიგარეტის ნამწვავები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები შეუმჩნეველი არც ქალაქის სტუმრებისთვის რჩება.
მეეზოვეების სიმცირეს არ უჩივიან სანდასუფთავების სამსახუირში. აცხადებენ, რომ იდეალური სისუფთავის შენარჩუნებას ხელს ამ კუთხით მოსახლეობის დაბალი თვითშეგნება უშლის. ბინების ეზოებისთვის გამოყოფილი ჯგუფების გაუქმებას კი იმით ხსნიან, რომ ტერიტორია ამხანაგობას ეკუთვნის. შესაბამისად მათი დალაგება იქ მცხოვრებლების ვალდებულებაა.
მეეზოვეების ჯგუფების შემცირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.
დღეისათვის ქალაქის დასუფთავებისთვის 450 მეეზოვე ზრუნავს. მათი ყოველთვიური ხელფასი 900 ლარამდეა. აღსანისნავია ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ დასაქმებულებმა საპროტესტი აქცია გამართეს, რომლებმაც კადრების სიმცირ და დაბალი ანაზღაურება გააპროტესტეს.