კვირა 21, ივლისი 2019

ქობულეთის სანდასუფთავების უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

05, ივნისი 2019 17:36:00

ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის  უფროსი თანამდებობიდან  გათავისუფლებულია. სულიკო ბლადაძის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მერმა მიიღო. მირიან ქათამაძემ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს მედიასთან ურთიერთობის ფორმა დაუწუნა და თქვა, რომ ამის მთავრი მიზეზი „TV 25“–ის ეთერით  თანამშრომლების შეურაცხყოფა გახდა. პარალელურად სიუჟეტში მოყვანილი ფაქტების შესწავლა დაიწყო. ამ წუთებში კი ცნობილი ხდება, რომ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182- მუხლით დაიწყო, რაც საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას გულისხმობს.


დღის ამბები