05, ივნისი 2019 17:13:00
ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით, ჩაქვი-მახინჯაურის დამაკავშირებელ გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მიზეზი გეგმიური სამუშაოებია. შეზღუდვა 7 ივნისის 08:00 საათამდე შენარჩუნდება. მანამდე კი მძღოლებს საშუალება აქვთ გვირაბში ორმხრივად იმოძრაონ ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.