05, ივნისი 2019 17:16:00
აჭარის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება. აქედან, დაახლოებით 4 მილიონი, ე. წ ოცნების ქალქში სოციალური სახლის მშენებლობას მოხმარდება. საკითხზე უმაღლეს საბჭოში დღეს იმსჯელეს. ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ცნობად მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა. საკითხების განხილვამდე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა, უმრავლესობა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის მოსმენის გაჭიანურებასი დაადანაშუალა. დეპუტატებმა ექვს საკიტხზე იმსჯელეს.