06, ივნისი 2019 17:11:00
მაისში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 131 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, 13 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში 15 ფაქტი გამოვლინდა. საანგარიშო პერიოდში, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი გამოვლინდა და ამოღებულია 12 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი .