06, ივნისი 2019 21:32:00
გენადი ემინაძე ორი წელია, რაც უფროსთან კონკურენციაში არის, თუმცა ეს ფორმალურად ხდება. სინამდვილეში კი ორივე კომპანიის უკან, როგორც თავად ამბობს, ნუგზარ რომანაძეა. ინდ მეწარმე გენად ემინაძე ქობულეთის მერიის რამდენიმე აიპის ტენდერის გამარჯვებულია. იგი ორგანიზაციების ავტომობილებს არემონტებს და შესაბამისი ნაწილებითაც ამარაგებს.
კომპანიის რეგისტრაციაში უფროსი დაეხმარა, რომლის საწარმოშიცაა დასაქმებული. სატენდერო პროცედურებში მონაწილეობა არასდროს მიუღია, რადგან შესაბამის საკითხებს მისი თქმით, ნუგზარ რომანაძე აგვარებს.
ნუგზარ რომანაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ გენადი ემინაძე მისი თანამშრომელია. აზუსტებს, რომ იგი მხოლოდ მის მიერ გაქირავებულ ფართში საქმიანობს. რომანაძე არც ემინაძის ნათქვამს იზიარებს და გვარწმუნებს, რომ კომპანიები ფორმალურად, კონკურენციის ხელოვნურად შექმნის მიზნით არ დარეგისტრირებულა.
ორივე ინდ მეწარმეს ერთი ბუღალტერი ჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ კრძალავს საინტერესოა ერთი დეტალი - ფინანსურ ანგარიშგებას ამ უკანასკნელის მეგვარე აკეთებს, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, მისი ახლო ნათესავია. ამბობს, რომ ესეც დამთხევაა და ამან კითხვის ნიშნები არ უნდა გააჩინოს.
ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობა სწორედ ინდ მეწარმეებს: გენად ემინაძეს და ნუგზარ რომანაძეს აქვთ მოგებული. ამ ორგანიზაციის სატენდერო კომისიაში გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიმღები ლაშა რომანაძეა, რომლის ბიძაა ნუგზარ რომანაძე.
ეხმარება თუ არა ლაშა რომანაძე ბიძას ტენდერების მოგებაში? ადრესატი ამას კატეგორიულად უარყოფს და გვარწმუნებს, რომ შესყიდვის პირობები არავისზეა მორგებული, მასში მონაწილეობა კი ნებისმიერს შეუძლია.
ლაშა რომანაძისგან განსხვავებით, მისი უფროსის თქმით, შესყიდვის პირობებში მთავარი მოთხოვნაა, რომ კომპანია ქობულეთში უნდა ოპერირებდეს: ამ გარემოებას კი გიორგი მჟავანაძე ასე ხსნის:
ოპოზიცია ნეპოტიზმის გარდა, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც ბონდო თედორაძის მტკიცებით, შესყიდვების პროცესში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებიც.
tendermonitor.ge-ზე მონაცემების თანახმად, ინ მეწარმე გენად ემინაძეს ორი წლის განმავლობაში ქობულეთის სხვადასხვა აიპის მიერ გამოცხადებულ 8 შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადანაც 5 ტენდერი მოიგო. რაც შეეხება ნუგზარ რომანაძის სახელზე რეგისტრირებულ კომპანიას - ირკვევა, რომ 30 სატენდერო კონკურში მონაწილეობდა, საიდანაც 2015-2016 წლებში 26 შემთხვევაში გამარჯვებულად გამოცხადდა.