30, დეკემბერი 2016 12:53:00
„მოკალი მამაკაცი“ - ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე პრემიერა შედგა. ტრაგიკომედია ერთ მოქმედებად ედუარდ რაძინსკის პიესის მიხედვით რეჟისორმა გოგი მარგველაშვილმა დადგა. ისტორია ქალის და მამაკაცის რთულ, დრამატიზმით აღსავსე ურთიერთობებზეა აგებული. სპექტაკლში მთავარ როლებს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები მარინა ბურდული და კახა კობალაძე თამაშობენ.