10, ივნისი 2019 21:02:00
საჯარო მოხელეების ცოლები საბავშვო ბაღების გამგეებად. ნეპოტიზმის შესაძლო ფაქტები ამჯერად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება. ნიშნავენ თუ არა მაღალი თანამდებობის პირების მეუღლეებს ნათესაური კავშირით? ნეპოტიზმი თუ კვალიფიკაციის მიხედვით დანიშნული ადამიანები? ყველა მხარის პოზიცია სულხან მესხიძის სიუჟეტში
ინდირა ვარშანიძემ ნეპოტიზმის წარმოშობის ფესვები თავის და მორალის გამართლების მიზნით გაიხსენა. თანამდებობაზე კონკურსის გარეშე, მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე დაინიშნეს. ფიქრობს, რომ შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია გააჩნია. დაბა ხელვაჩაურის საბავშვო ბაღს სამი წელია ხელმძღვანელობს. ვარშანიძის მეუღლე საკრებულოს იურიდიული კომისიის თავჯდომრის ვახტანგ ლორთქიფანიძის ცოლია.
კონკურსი არც მაია გორგაძეს გაუვლია. თანამდებობას, როგორც თავად ამბობს, ახლობელი ადამიანების შეთავაზების შემდეგ დათანხმდა. ფერიის საბავშვო ბაღში გაუფრთხილებლად მივედით, თავდაპირველად მან კითხვების თავიდან არიდება სცადა:
10 წუთიანი სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ მაია გორგაძემ განაცხადა, რომ სამსახურის დაწყების წინაპირობა 20 წლიანი გამოცდილება გახდა. თვლით, რომ დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს და მისი მუშაობით ყველა კმაყოფილია. გორგაძის ქმარი ჯემალ მუსხაჯბა ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარეა.
კიდევ ერთი უკონკურსოდ დასაქმებული იამზე ცისკარაძეა, რომელსაც არ ახსოვს საიდან გაიგო ვაკანსიის შესახებ. იგი აჭარის წყლის საბავშვო ბაღს 2 წელზე მეტია, რაც ხელმძღვანელობს
გადაწყვეტილების მიღების დროს 16 წლიანი გამოცდილება გაითვალისწინეს და თანადმდებობაზე როგორც თავად ამბობს, ამავე სოფლის მკვიდრი დანიშნეს. იამზე ცისკარაძის ძმა მერის წარმომადგენელია აჭარის წყლის თემში. ადრესატს ვკითხეთ იქონია თუ არა ნათესაურმა კავშირმა გავლენა დასაქმების დროს.
ბათუმის 25-ე საბავშვო ბაღის გამგედ ნარგიზ გამიშიძე მეუღლის თეიმურაზ დუმბაძის გადაწყვეტილებით წლების წინ დაინიშნა, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ მისი მეუღლე გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით დაასაქმა, რაშიც პრობლემას ვერ ხედავს.
ნეპოტიზმი თუ თანამდებობა კვალიფიკაციის მიხედვით? ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანების დირექტორი კითხებს გაურბის. ნატო შერვაშიძემ მიზეზად შვებულება დაგვისახელა და მოვალეობის შემსრულებლისკენ გადაგვამისამართა.
ნეპოტიზმს კატეგორიულად გამორიცხავს მუნიციპალიტეტის მერი, არგუმენტის გასამყარებლად კი ჯუმბერ ვარდმანიძეს ის გარემოება მოჰყავს, რომ თანამდებობაზე მისი ნათესავები არ დაუნიშნავს.
ცნობისთვის, ნეპოტიზმი მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებაა, მათი დამსახურებისდა მიუხედავად.