11, ივნისი 2019 17:18:00
საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა საქმე „ნანა წულაძე პარლამენტის წინააღმეგ“. მოსარჩელე ყოფილი მოსამართლეა, რომელიც 1995 წელს კონკურსის გარეშე დაინიშნა თანამდებობაზე. არსებული ნორმების მიხედვით კი, მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლაა. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება. დავის საგანი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის ის პუნქტებია, რომლებიც მოსამართლეებს დანიშვნის წესს უზღუდავს.