კვირა 21, ივლისი 2019

14 წლის თორნიკე წულუკიძე - პირველი ადგილის მფლობელი სწრაფ ანგარიშში

11, ივნისი 2019 20:32:00

14 წლის მათემატიკოსი, რომლის წარმატებას  არაერთი ჯილდო, მედალი და პირველი ადგილი ადასტურებს. მთავარ გამოშვებაში გაგიზიარებთ ამბავს  ბიჭზე,  რომელიც ყველაზე სწრაფად ანგარიშობს.  როდის შეიყვარა თორნიკე წულუკიძემ ციფრები? მათემატიკასთან ურთიერთობის ფორმულა და  სამომავლო ამოცანები ჩვენს სიუჟეტში 
ეს 14 წლის თორნიკე წულუკიძეა. არაერთი მედლისა და ჯილდოს მფლობელი მათემატიკაში. ძირითად დროს ამ მაგიდასთან ატარებს. ერთადერთი წიგნი, რომელიც გამორჩეულად უყვარს მხოლოდ ციფრებისგან შედგება. ბოლო წარმატება ზეპირ მათემატიკურ ანგარიშში ესტონეთში მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა. 
7 წლის იყო, როცა პირველად,,სწრაფი ანგარიშის“ შეჯიბრში მონაწილეობდა. შემდეგ კი ცოდნაში საკუთარ თავს ყოველწლიურად ცდიდა. წელს 20-მდე მათემატიკოსს შორის პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ახლა თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და მიაჩნია, რომ ასაკის მიუხედავად ნებისმიერი მათემატიკური ამოცანის ამოხსნა შეუძლია.
პროგრამისტობაზე ოცნებობს, თუმცა იცის, რომ სურვილი დაუღალავი შრომით შესაძლებელია რეალობად აქციოს. ამბობს, რომ სკოლის პერიოდს მეტი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაში გამოიყენებს. 
14 წლის მათემატიკოსის თქმით, ცოდნას განვითარება სჭირდება, სწორედ ამიტომ მისთვის უცილებელია გონება სხვადასხვა განტვირთვის საშუალებებით დაასვენოს. 

 


დღის ამბები