12, ივნისი 2019 20:45:00
და ახლა ქობულეთელების იმ გასაჭირზე გიამბობთ, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს ზაფხულის დადგომასთან ერთად უდგებათ. პრობლემა ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. სოფლები
ასე ემოციურად ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მცხოვრები, უწყლოობით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს. ამბობს,რომ თითქმის ერთი თვეა, რაც დასახლებაში, სასმელი წყალი არ მიეწოდებათ.
ქობულეთში, სტალინის უბნის მცხოვრებლები სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან. ამბობენ, რომ ამის გამო ჰიგიენის აუცილებელ ნორმებსაც კი ვერ იცავენ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და პრობლემის მოგვარებას კიდევ ერთხელ სთხოვენ.
ციხისძირის მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ დეფიციტის მიზეზი წყლით სასტუმროების მომარაგებაა. საუბარია სასტუმრო ,,კასტელო მარეზე“
აქციაზე ხმაური, მერიის წარმომადგენლის გამოჩენამ გამოიწვია.
რუსლან ანთაძე ადგილობრივების პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს და ირწმუნება, რომ მათ, წყალი გრაფიკით მიეწოდებათ.
მოსალხლების მოსაზრებას არ იზიარებს ,,კასტელო მარეს“ ადმინიტსრაციაც. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ციხისძირში სასმელი წყლის პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ სასტუმროს მშენებლობის პროცესში იცოდნენ. ამიტომ, ჭაბურღილები თავად მოაწყვეს.