სამშაბათი 16, ივლისი 2019

გამოიწვევს თუ არა მთავრობის შეთავაზება პედაგოგების დეფიციტს აჭარის მთიანეთში

12, ივნისი 2019 20:28:00

გამოიწვევს თუ არა მთავრობის შეთავაზება პედაგოგების დეფიციტს აჭარის მთიანეთში
მთავრობამ, საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის შეთავაზება გასულ თვეში გაახმოვანა. საქართველოს განათლების სამინისტრო, პენსიონერ პედაგოგებს პროფესიაში დარჩენასა და საგნობრივი  კომპეტენციის დადასტურებას, ან ფულად  ჯილდოს სთავაზობს. გამოიწვევს თუ სამთავრობო შეთავაზება პედაგოგების დეფიციტს აჭარის მთიანეთში? 
ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით  მთავრობის შეთავაზებაზე თანხმობა ყველაზე მეტმა პედაგოგმა ხულოში გამოთქვა, სულ 86 მასწავლებელმა.  ნაზი ნიჟარაძე ერთ-ერთი მათგანია.   დაბა ხულოს საჯარო სკოლის 82 წლის პედაგოგი 58 წელია მოსწავლეებს, ბუნებასა და ბიოლოგიას ასწავლის.  
წლების განმავლობაში, აჭარის მთის სოფლებში პედაგოგების დეფიციტი იყო. კადრების ნაკლებობა განსაკუთრებით, ინგლისური ენისა და  ფიზიკა-ქიმიის მიმართულებით  აღინიშებოდა. სირთულის დასაძლევად  საქართველოსა და აჭარის განათლების სამინისტროები მიზნობრივ პროგრამებს წლებია ახორციელებს. ხულოს რესურსცენტრის უფროსს  მიაჩნია, რომ მთავრობის შეთავაზება პედაგოგებისთის მოტიავცია იქნება.  
შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ დაბაძველის საბაზო სკოლაში  სახელმწიფოს შეთავაზებას ექვსი პედაგოგი დათანხმდა. ერთ-ერთი მათგანი 78 წლის ნათელა ზოიძეა. ჯილდოს აღების გადაწტვეტილება მიიღო  კიდევ ერთმა მასწავლებელმა. იოსებ ზოიძე ამბობს, რომ რეფორმა სისტემას წარმატებას მოუტანს. 
სკოლის დირექტორი პედაგოგების დეფიციტის საშიშროებას ვერ ხედავს,  გოჩა ზურაბაშვილი ამბობს, რომ თავისუფალი საათების გადანაცვლება მოხდება.
 
შუახევის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 152  პენსიონერი პედაგოგიდან  57 -მა ჯილდოს მიღებაზე თანხმობა განაცხადა. ედუარდ გოგრაჭაძის შეფასებით, ვაკანტური ადგილები პროგრამებით შეივსება.
რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, სკოლის დატოვების სანაცვლოდ ჯილდოს აქ 47 პენსიონერი პედაგოგი მიიღებს. 

 


დღის ამბები