13, იანვარი 2017 11:19:00
აჭარის განათლების მინისტრი ბათუმის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. განახლებულ შენობაში სამი სცენა მოეწყობა, სინქრონული თარგმანისთვის სპეციალური ტექნიკა დამონტაჟდება, რაც თეატრს საშუალებას მისცემს საერთაშორისო ფესტივალებს უმასპინძლოს. რესტავრაცია ჩაუტარდება თეატრის შენობის ფასადსაც. შემოქმედებითი დასისთვის და ადმინისტრაციის წევრებისთვის ოთახები მოეწყობა. შეიცვლება გათბობა-ვენტილაციის სისტემა. დამონტაჟდება განათების და გახმოვანების ახალი აპარატურა. შენობის პირველ სართულზე თეატრის მუზეუმი განთავსდება. ბათუმის დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. სამუშაოებს შ.პ.ს. „ელიტა ბურჯი“ ასრულებს.