13, ივნისი 2019 17:05:00
ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან საბავშვო ბაღების აღსაზრდელებთან ჭადრაკის თამაშის სეანსი ჩატარდა. მასში, მუნიციპალიტეტის 16 ბაღის 70-მდე აღსაზრდელი მონაწილეობდა. ღონისძიება, ხელვაჩაურის მთავრობის დაფინასებითა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. აქტივობის მიზანი, ბაღის აღსაზრდელების სპორტის ამ სახეობაში აქტიურად ჩართვაა.