სამშაბათი 16, ივლისი 2019

მეჩეთის აშენების უფლებას მუსლიმი თემი წლებია ითხოვს

14, ივნისი 2019 17:16:00

„საინიციატივი ჯგუფს მიეცა დრო დაფიქრებულიყვნენ და გაეაზრებინათ,  როგორც სახელმწიფო პოზიცია ასევე საკუთარი აზრი“ განცხადება ბათუმის მერმა გააკეთა. ლაშა კომახიძის თქმით კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდნენ მუსლიმი თემის მხრიდანაც. მერი იმედოვნებს,  რომ რამდენიემ დღეში დაგეგმილი შეხვედრა შედეგს გამოიღებს, თუმცა კონკრეტულად რა წინადადებებს სთავაზობენ მუსლიმ მრევლს არ ასაჯაროვებს. შეგახსენებთ, რომ  ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების უფლებას მუსლიმი  თემი  წლებია ითხოვს.  მათ სამლოცველოს ასაშენებლად მიწის ნაკვეთი თავადც შეიძინეს, თუმცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვაზე უარი  უთხრა. 

 


დღის ამბები