კვირა 21, ივლისი 2019

სამართლებრივი ნონსესი თუ ჯილდო დამსახურებით

14, ივნისი 2019 20:50:00

რა დამსახურებისთის დააჯილდოვეს ბათუმელი პროკურორი? ფრიდონ ქარცივაძეს, რომელიც საზოგადოებას 2011 წლის „ბათუმის მაისის მოვლენების საქმიდან ახსოვს, ქვეყნის პირველმა პირმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.  ცნობისთვის ეს ის ქარცივაძეა, რომელიც  პოლიტპატიმრებად  შეფასებულ დეპუტატებს  ტელევიზიის ხელში ჩაგდებას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის  გაწევას  ედავებოდა. 

20 11 წელის „ბათუმის მაისის მოვლენების საქმეში“ მბრალმდებელი ფრიდონ ქარცივაძე ქვეყნის პირველმა პირმა 30 მაისს დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას  პროკურორების სია მთავარმა პროკურატურამ მიაწოდა.ფაქტს ადვოკატი ირაკლი შავაძე სამართლებრივ  ნონსეს უწოდებს და  დავისთვის ყოფილ პოლიტპატიმრებს კონსუტაციებისკენ მოუწოდებს
პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე ბათუმში დაკავებულ პირებს: ტელევიზიის ხელში ჩაგდებას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. მათ შორის არიან აჭარის უმაღლეს საბჭოს  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელი ცოტნე ანანიძე და ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრი დიმიდრი ჭეიშვილი.  ისინი  2013 წელს პარლამენტმა პოლიტიკურ პატიმრებად შეაფასა 
წახალისების კუთხით დასაყრდენი იარაღი-ასე აფასებს პროკურორ ქარცივაძის ღირსების ორდენით დაჯილდოვებას  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. მირდატ ქამადაძის თქმით  პროკურატურა პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენს. 
უფრო მეტი ჰუმანუროისკენ და საზოგადოებისთვის მორგებული გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს პროკურატურას ევროპული საქართველოს წევრი.  პეტრე ზამბახიძე ფიქრობს,  რომ ხელისუფლება საგამოძიებო ორგანოს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.
რა ნიშნით შეირჩა დასაჯილდოვებელი პროკურორები? საგამოძიებო ორგანოში კითხვაზე წერილობით გვიპასუხეს  

ქარცივაძე და კიდევ რამდენიმე პროკურორი „დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ დაჯილდოვდეს.რატომ არ გაუწია ანგარიში პარლამენტის შეფასებას სალომე ზურაბიშვილმა  და აპირებს თუ არა ფაქტით დაინტერესებას – საკითხთან დაკავშირებით  პრეზიდენტის ადმინისტრაციში  განმარტებებს არ აკეთებენ. უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებსაც  არ უპასუხეს.


დღის ამბები