ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

ლავიწის ძვალი მოიტეხა - რას ყვებიან საბავშვო ბაღში, სადაც 3 წლის გოგო დაშავდა

14, ივნისი 2019 20:48:00

მოზარდი, რომელიც ამ ატრაქციონიდან ჩამოვარდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 3 წლის გოგოს სავარაუდოდ, ჯგუფემა ხელი ჰკრა რა დროსაც პატარამ თავი ვერ შეიკავა და ძირს დაეცა. მას ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ საღამოს გადაიყვანა. პაციენტი რამდენიმე საათში ბინაზე გაწერეს.
აღმზრდელი ინციდენტის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ შემთხვევა უეცრად მოხდა, ატრაქციონიდან ჩამოვარდნილი ბავშვის შეკავება კი ვერ შეძლო. დაშავებულს პირველადი დახმარება ლია აბულაძემ აღმოუჩინა. 
ხელვაჩაურის პირველი საბავშვო ბაღის გამგე გვარწმუნებს, რომ დაწესებულებაში უსაფრთხოების ნორმები დაცულია, თუმცა საინტერესოა ერთი დეტალი - ატრაქციონი, რომელიც ეზოშია დამონტაჟებული მიწის ზედაპირზე სპეციალური ხელოვნური საფარი არ არის დაგებული, შესაბამისად სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ბავშვის დაშავების ალბათობა დიდია. 
ვისი ბრალეულობა იკვეთება და რა სახის სანქცია უნდა გატარდეს ინციდენტზე? მომხდარის დეტალებს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანება სწავლობს. 
ინციდენტის შესახებ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღის გამგემ ირმა ნაკაშიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აცნობა, შესაბამისად მომხდარზე გამოძიება არც დაწყებულა.