15, ივნისი 2019 20:09:00
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მამამ ავტომანქანის სიახლოვეს მყოფი შვილი ვერ შენიშნა და მანქანით დაეჯახა. ოჯახის წევრებმა, მცირეწლოვანი საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა კლინიკაში შეყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
„კლინიკაში შემოიყვანეს 2 წლის ბავშვი, თუმცა შემოყვანისას ბიჭს სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა, ის გარდაცვლილი იყო. რაც შეეხება დაზიანებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა „გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ მაისურაძემ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ბიუროს გორის განყოფილებაში უტარდება.