15, ივნისი 2019 20:16:00
ბათუმი „ ზაფხულის ფესტივალს" მასპინძლობს. ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე საზაფხულო დეკორაციები, სცენა და ფრანების შოუ მიმდინარეობს. ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები ზრუნავენ. პლაჟზევე ფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები.სპორტულ-გასართობი აქტივობები ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზეა გათვლილი. ბათუმის პლაჟზე გიგანტური პანდაც გამოჩნდა, რომლის იქ ყოფნა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის მიერ ორგანიზებული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაა. ფესტივალი 03:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.