18, ივნისი 2019 20:35:00
მოეწყობა თუ არა ცეცხლაურში ნაგავსაყრელი? ადგიოლობრივები იმ პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან, რომელიც წლებია ანონსდება. გამოიწვევს თუ არა ახალი პოლიგონის მშენებლობა ეკოლოგიურ საფრთხეებს? რისი შიში აქვთ ადგილობრივებს და რას ეჭვობს ოპოზიცია?
„ათ სოფელს შორის ჩადებული ნაღმი“ - ასე აფასებს, ცეცხლაურის მოსახლეობა სოფელში ნაგავსაყრელის მშენებლობას. მოქალაქეების თქმით, პროექტის განხორციელება დასახლებული პუნქტიდან დასაშვებ ზღვარზე ახლოს იგეგმება, 200 მეტრის რადიუსში კი საჯარო სკოლა მდებარეობს. აქ მცხოვრებლები ყვებიან, რომ პროტესტის შეწყვეტის სანაცვლოდ, ოჯახის წევრების დასაქმებას და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებას შეჰპირდნენ.
ოპოზიცია ადგილობრივების პრეტენზიებს საფუძვლიანად მიიჩნევს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თქმით ხელისუფლებამ მოქალაქეებს უნდა აუხსნას, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს პროექტის განხორციელება.
მესამე სექტორში კი თვლიან, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებისას, სახელმწიფომ მოქალაქეების ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. ანა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ორგანო, რომელსაც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შეუძლია უარი თქვას მშებნებლობაზე სასამართლოა.
აჭარის მთავრობაში კი განმარტავენ, რომ პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და სხვა ვარიანტი არ განიხილება. ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით, ნაგავსაყრელის მშენებლობისას უსაფრთხოება და ეკოლოგია უმაღლესი სტანდარტის გათვალისწინებით იქნება დაცული.
ამის მიუხედავან ადგილობრივები პროექტის განხორციელების შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას აანონსებენ.