29, მარტი 2017 17:04:00
საქართველოს განათლების სამინისტრო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. განაცხადების მიღება 8 აპრილის ჩათვლით იწარმოებს. წელს პირველად აპლიკანტები განაცხადებს ელექტრონული ფორმით შეავსებენ.
რეგისტრაცია მხოლოდ პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში იწარმოებს . 2013 წლიდან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 150-მდე მიმართულებით სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. პროფესიული განათლების მიღების მსრუველთა რეგისტრაცია დაიწყო ბათუმსა და ქობულეთში მდებარე პროფესიულ სასწავლებლებშიც. კოლეჯი „ბლექსი“ წელს რეგისტრაციას 5 პროფესიული მიმართულებით აცხადებს. მათვე განცხადებით რეგისტრაცია უკვე გაიარა 100-მდე სწავლის მსურველმა, აქედან 15 პირი ონლაინ დარეგისტრირდა.