ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

მინისტრი: ქობულეთში იპოთეკარების პრობლემა წინა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა

25, ივნისი 2019 17:20:00

პროტესტი და უცვლელი მოთხოვნები - ქობულეთში მცხოვრებლებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავჯდომარე შეხვდა. ნათია თურნავამ და თორნიკე რიჟვაძემ იპოთეკით დაზარალებულების პრობლემები მოისმინეს. 35-მდე ოჯახი წლებია დაბალპროცენტიანი სესხის მიღებას ითხოვს. დაზარალებულებს შორის რამდენიმე მეხუთე დღეა მუნიციპალიტეტის მთავარ მოედანზე შიმშლობს. ადგილობრივებმა დღეს მინისტრისგან და რეგიონის პირველი პირისაგან ტრადიციული დაპირება მიიღეს. რატომ მოატყუა ბიძინა ივანიშვილმა ქობულეთელები? ,,TV 25“ - ის კითხვას ნათია თურნავამ არ უპასუხა და ტერიტორია განმარტების გარეშე სასწრაფოდ დატოვა.


დღის ამბები