27, ივნისი 2019 17:24:00
თავდასხმა თავდაცვისთვის - ასე გამოეხმაურა ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ბრალდებებს აჭარის განათლების მინისტრი. მაია ხაჯიშვილის მტკიცებით, ტარიელ ქათამაძის მოსაზრებები უსაფუძვლოა და იგი საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს. მინისტრის თქმით, დაწესებულებიდან შესული შეტყობინების საფუძველზე მოკვლევა მიმდინარეობს, რომლის პასუხებიც ერთ თვეში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, განათლების სამინისტრო ჩაქვის სკოლაში ფულის შეგროვების შესაძლო ფაქტებს იკვლევს. დირექტორს კი მიაჩნია, რომ მის მიმართ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, რადგან იგი პოლიტიკურ პროცესებში არ ერთვებოდა. ქათამაძის თქმით, იყო ირიბი მითითებები, რომ პედაგოგებს და დირექტორს მმართველი გუნდის სასარგებლოდ უნდა ემუშავა.
ამავე თემაზე: