27, ივნისი 2019 20:32:00
მაღალი ტემპერატურა და მიკრობების გააქტიურება- ზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაშია და კუჭ-ნაწლავის დაავადებების შემთხვევები კი იმატებს. სპეციალისტების რეკომენდაციები თინათინ ჭკუასელმა რეპორტაჟში მოაქცია.
ზაფხულის ცხელი დღეების დადგომისთანავე მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევებმა იმატა, რაც სპეციალისტების თქმით, მაღალ ტემპერატურას და პათოგენური მიკრობების გაძლიერებას უკავშირდება. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე დიარეით ყოველდღიურად კლინიკებს დაახლოებით 20 პაციენტი მიმართავს. მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით დაბალია, თუმცა მედიკოსები თავდაცვის მიზნით მოსახლეობას სიფრთხილისკენ მაინც მოუწოდებენ.
სპეციალისტების რჩევით სასურველია საცხოვრებელ გარემოში დღისით 32°C, ხოლო ღამით კი 24°C-ს ტემპერატურა შენარჩუნდეს. ყველაზე ცხელ პერიოდში ქუჩაში სიარულს და ფიზიკურ აქტივობას უნდა მოერიდოთ. სასურველია ნატურალური მასალისგან დამზადებული, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელის ტარება და ჰიგიენური ნორების მაქსიმალური დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება კი საკვები პროდუქტების სწორ დამუშავებას და წყლის ბალანსის დაცვას უნდა დაეთმოს.
კოღოებისაგან თავის დასაცავად სპეციალისტები მოსახლეობას დამაფრთხობელი საშუალებებისა და მწერებისგან დამცავი ბადის გამოყენებას ურჩევენ. აღსანისნავია ისიც რომ მწერებით გადამტანი დაავადებების პრევენციის მიზნით, სანაპირო ზოლში აჭარის სადეზინსექციო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დამუშავებილია სამიზნე ტერიტორიიის 75%. აგვისტოდან კი სამუშაოები კვლავ განახლდება.
მაღალი ტემპერატურა გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე, თუმცა ხანდაზმულები, ბავშვები,ქრონიკული დაავადებების მქონე პირები სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან . ამავე კატეგორიაში შედიან ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებულები.