27, ივნისი 2019 20:30:00
მეწარმე ქალი, რომელმაც ბიზნესი გრანტის ფარგლებში წამოიწყო. ნინო გაბრიაძე სხვადასხვა სახეობის ხილის ჩირს აწარმოებს. როგორ უთავსებს საქმეს დიასახლისობას და რა გეგმები აქვს მეწარმეს სამომავლოდ? ფიქრია დავლაძე იმყოფებოდა ახალშენში
ჩირის დასამზადებელი სპეციალური დანადგარები გრანტის ფარგლებში შეიძინა. ახალგაზრდა ქალი ახლა ჩანაფიქრის რეალობად ქცევას ცდილობს. ნინო გაბრიაძე ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარ ეზოში მოყვანილი ხილის ჩირს აწარმოებს.
მეწარმე ქალი ჩირთან ერთად, სხვადასხვა სახეობის ხილისგან ჩიფსის დამზადება და რეალიზებასაც აპირებს.
მეწარმეობა ოჯახის ხელშეწყობით წამოიწყო. სამომავლო გეგმებში საინტერესო იდეების მქონე ქალების დასაქმება შედის. ის გამოცდილება, რაც ამ დროის განმავლობაში დააგროვა, მზადაა თანამოაზრეებს გაუზიაროს. ნინო გაბრიაძე აჭარაში აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანების თავმჯდომარეა.
მიღწეული შედეგი არ აკმაყოფილებს. სხვადასხვა საგრანტო კონკურსში მონაწილეობას აპირებს. გარდა ამისა, სამომავლოდ პროდუქციის უცხოურ ბაზარზე რეალიზებასაც გეგმავს.