14, იანვარი 2017 11:09:00
ძველით ახალ წელს მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ტრადიციულად მეუფე დიმიტრისთან ერთად, ფერიის ბავშვთა სახლში შეხვდნენ. საახალწლო განწყობა ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია პანსიონთან არსებული ბავშვთა ინსტრუმენტალურმა ჯგუფმა "კალანდამ", ხალხური სიმღერის ჯგუფმა "იმედი" და ცეკვის ანსამბლმა “ხარებამ” შექმნეს. ბავშვთა სახლი 2004 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც 120 ბავშვი ცხოვრობს.
მანამდე ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ადლიაში მდებარე სამხედრო ბაზაზე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში იმყოფებოდნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წელი მიულოცეს. სტუმრებმა ჯარისკაცებს ტკბილეული მიუტანეს და საჩუქრები გადასცეს. საახალწლო განწყობა სამხედროებს „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ვოკალურმა ანსამბლმა შეუქმნა.
ადლიის სამხედრო ბაზაზე ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია ბათუმის მერიამ 2015 წლიდან თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასთან ერთად დაამკვიდრა.