28, ივნისი 2019 17:18:00
თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე ტურისტულ ემბარგოზეც ისაუბრა. „ჩვენ კოორდინირებულად, ყველა უწყების ჩართულობით უზრუნველფყოფთ, ტურისტული სეზონის წარმატებით ჩატარებას.“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. მისი თქმით, აჭარაში ყველა სახის ბიზნესს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება. ამას გარდა, მთავრობა საბანკო ორგანიზაციებთან აპირებს მუშაობას. თორნიკე რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია, რა სახის დახმარებას გეგმავს აჭარის ხელისუფლება ტურისტული ობიექტების მესაკუთრეებისთვის. მთავრობის წევრებმა სხდომაზე, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ოთხი პროექტი განიხილეს.