ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

„ეტალონი“ ინტელექტუალური თუ პოლიტიკური პროექტი სკოლებში

28, ივნისი 2019 20:37:00

ინტელექტუალური თუ პოლიტიკური პროექტი  ? აფინანსებს თუ არა ეტალონს რეგიონის ხელისუფლება? ეჭვი ოპოზიციას გაუჩნდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა  საკითხთან დაკავშრებით  უმაღლეს საბჭოში კითხვა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დასვა. რეგიონის პირველი პირი ბრალდებას უარყოფს. ფაქტს არც პროექტის მენეჯერი ადასტურებს. 
კითხვაზე, ვისგან იყო ეს მითითება მიღებული- დირექტორები, ამბობენ,  რომ გოჩა ტყეშელაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობის ორგანიზება პროექტში, თავიანთი ინიციატიით გადაწყვიტეს.
საჯარო სკოლების დირექტორების ცნობით, პროექტში გაწევრიანებისთვის საჭირო თანხის გადახდის ინიციატივა , აჭარის მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო. საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელძღვანელები ამბობენ, ხელისუფლებასა და ორგანიზაციას შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რის გამოც რეგისტრაცია დროებით შეჩერებულია.
ოპოზიციის შეფასებით აჭარის მთავრობა, ამ სახით, პროექტის ავტორსა და წამყვანს, ხულოს მერის არჩევნებში მხარდაჭერისთვის, კონპენსაციას უხდის.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი კი ბრალდებებს უარყოფს. თორნიკე რიჟვაძე  ამბობს რომ ორგანიზაციასთან,  ამ ეტაპზე, არანაირი ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. რეგიონის პირველი პირი სამომავლო თანამშრომლობას გოჩა ტყეშელაშვილთან, არ გამორიცხავს. თორნიკე რიჟვაძე  ამტკიცებს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ. 
თორნიკე რიჟვაძე - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

პროექტისთვის თანხის გადარიცხვას უარყოფს  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ს მინისტრიც. 
აჭარის მთარობასთან რაიმე სახის მოლაპარაკებებს უარყობს „ეტალონის“ პროექტების მთავარი მენეჯერი. მანანა ღოღობერიძემ, ჩვენთან, სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ორგანიზაცია ხელშეკრულებებს, მხოლოდ, სკოლასთან აფორმებს. 
კითხვა ეტალონის დაფინანსებასთან დაკავშირებით  აჭარის უმაღლეს საბჭოში  რამდენიმე დღის წინ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ასმათ დისამიძემ   რეგიონის პირველ პირს  ერთწლიანი საქმიანობის ანგარშის წარდგენისას დაუსვა. თორნიკე რიჟვაძეს მაშინ თქვა, რომ საკითს შეისწავლიდა. 

 

 

 


დღის ამბები