ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

ფაროსანას შემდეგ ჭარნალის მოსახლეობა ახალ მავნებელს ებრძვის

28, ივნისი 2019 20:35:00

ფაროსანას და ამერიკული პეპელას შემდეგ აჭარაში ახალი მწერი გამოჩნდა. სოფელ ჭარნალში მცხოვრებლებს ,,იაპონური ჭრიჭინა“ აწუხებთ. მავნებელი ადგილობრივებს ხეხილს, მცენარეებს, ყვევილებს და ციტრუსს უნადგურებს. შეძლებს თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების დახმარებას? 
თეთრი ფერის მწერი სოფელ ჭარნალში მცხოვრებლებისთვის შესამჩნევი  წელს გახდა. ამბობენ, რომ მავნებელი ყვავილებს, მცენარეებს, ხეხილს, განსაკუთრებით კი ციტრუსს  ანადგურებს. 
ფერმერები  ყვებიან, რომ  მავნებლით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვანია.  ადგილობრივთა  ნაწილი მწერს საკუთარი ძალებით ებრძვის. მოსახლეობა  ხილ-ბოსტნეულს სპეციალური სითხით წამლავს. ისინი ადგილობრივ ხელიუსფლებას დახმარებას სთხოვენ. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ,,იაპონური ჭრიჭინას“ სახელწოდებით ცნობილი მავნებლის საწინააღმდეგო  ღონისძიებების განხორციელება   დღეს დაიწყეს. უწყებაში ამბობენრ,  რომ  მწერი  მცენარეებისთვის ნაკლებად საფრთხისშემცველია. 
პრობლემასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფელ ჭარნალის მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრას გეგმავს. მოსახლეობასთან კომუნიკაცია მომდევნო კვირაშია ჩანიშნული.