30, მარტი 2017 17:14:00
შრომითი პირობების შეუთანხმებლობა - მიზეზი რისთვისაც, ერთი თვის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” თანამშრომელმა სამსახური დატოვა. გადაცემა “ჰეშთეგისა,”და წლების განმავლობაში საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა მომხდართან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა სოციალური ქსელით საკუთარ გვერდზე გუშინ გამოაქვეყნა. ნინო გორჯელაძე მისი მისამართით, ტელევიზიის დირექტორის მხრიდან შეურაცხყოფაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წამყვანს დირექტორის მითითებით, საეთეროში შესვლა გადაცემის დაწყებიდან 2 საათით ადრე აუკრძალეს. გორჯელაძის განცხადებით, მოტყუებით იმ დოკუმენტზეც მოაწერინეს ხელი, რომელიც სამსახურიდან მის ნებაყოფლობით გათავისუფლებას ითვალისწინებდა. ბრალდებებს არხის დირექტორმა უპასუხა და განაცახდა, რომ პირობები რასაც ჟურნალისტი მოითხოვდა, წინა მენეჯმენტის დროს ზეპირი განცხადების საფუძველზე იყო გაცემული და ის უწყების ბიუჯეტში ვერ აისახებოდა. თემასთან დაკავშირებით ვრცლად ჩვენს შემდგომ გამოშვებაში.