02, ივლისი 2019 20:35:00
რა დარღვევები აღმოაჩინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შუახევის მერიის საქმიანობაში? არის თუ არა შესაბამისობაში გაღებული ხარჯები და მიღებული შედეგები 2017 წელს უწყების მიერ განხორციელებულ შესყიდვებში? აუდიტმა დოკუმენტი რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა. აღმოჩნდა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხარვეზები მრავლადაა.
ხაჭაურის საბავშვო ბაღი ერთ-ერთია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოხვდა. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც შუახევის მერიის 2017 წლის გაწეულ საქმიანობას ასახავს, ირკვევა რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ჭერი და სამზარეულოს საკანალიზაციო სისტემა იყო დაზიანებული.
აუდიტის დასკვნაში მოხვდა კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტიც. მათ შორისა დარჩიძეების ციხესთან მისასვლელი კიბეები, ტომაშეთში სასმელი წყალი, გარე განათების ქსელი და სხვა. სამუშოაებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 26 ათას 202 ლარი იქნა გადახდილი. დასკვნის მიხედვით აქედან თითქმის 15 ათასი ლარი უსაფუძვლოდ ანაზღაურდა, რაც მაკონტროლებლის შეფასებით, საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებს.
სახელმწიფო აუდიტში მოხვდა შუახევის მერიის შიდა აუდიტის საქმიანობაც. მაკონტროლებლის შეფასებით, მუნიციპალური აუდიტი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს არასათანადოდ ახორციელებს. უფრო მეტიც გეგმით გათვალისწინებული 17 - დან მხოლოდ რვა შიდა აუდიტორული შემოწება განახორციელა. ოპოზიცია პრობლემების მასშტაბებზე საუბრობს. სოსლან ზოიძის თქმით,ხარვეზები კიდევ არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში ფიქსირდება.
გამოვლენილ ხარვეზებს შუახევის მერიის შიდა აუდიტში, ადამიანური რესურსების სიცმირით ხსნიან. სამსახურის უფროსის თქმით, საანაგარიშო პერიოდში, უწყებაში მხოლოდ ერთი თანამშორმელი მუშაობდა.
სახელმწფო აუდიტის დასკვნას ეთანხმებიან შუახევის მერიაში, თუმცა მერის მოადგილე აცხადებს, რომ დოკუმენტი ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათისაა და შენიშვნები გაითვალისწინეს.
სახელმწიფო აუდიტის მიერ გასულ წელს შესწავლილი 2017 წლის შესყიდვების მთლიანი ჯამი 9 მილიონ ლარზე მეტია.