სამშაბათი 17, სექტემბერი 2019

წარმატებული კარატისტი ბათუმიდან

03, ივლისი 2019 20:32:00

ევროპის სამგზის ჩემპიონი კონტაქტურ კარატეში. 15 წლის სპორტსმენი ბათუმიდან, რომელმაც ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გაიტანა. დავით მსხალაძემ  წარმატებულად  პრაღაში გამართულ ღონისძიებაზე იასპარეზა. რა გზა განვლო ახალგაზრდამ პირველობამდე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ? ფიქრია დავლაძე გიამბობთ 

ბოლო 4 წელია  სპორტს მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. დავით მსხალაძე დროის ძირითად ნაწილს ვარჯიშში ატარებს. პირველი წარმატება 2012 წელს მოიპოვა, როცა  საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამას  მოჰყვა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონობა 2017 და 2018 წლებში  
15 წლის ბათუმელმა კარატისტმა 27-29 ივნისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ასპარეზობაზე ფინალში ლიეტუვას წარმომადგენელი დაამარცხა. ჩემპიონატში  40 მდე ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. აქედან 8- აჭარიდან.  ნახევარფინალში დავით მსხალაძემ  უკრაინელ და ბულგარელ მოწინააღმდეგეს აჯობა. მან 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მედალი მოიპოვა. 
ახალგაზრდა სპორტსმენის მწვრთნელი ლევან ცინცაძეა. ამბობს, რომ  გამარჯვება არ ნიშნავს იმას, რომ მიღწეულით დაკმაყოფილდე, ეს უნდა იყოს სწრაფვა შემდეგი წარმატებისკენ.
პირველობა სპორტსმენს დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროში გამართულ შეხვედტაზე მიულოცეს. 
ევროპის სამგზის ჩემპიონი 26-27 და 28 ივლისს  სპორტულ ღონისძიებაში „ბათუმი ოუფენზ“ მიიღებს მონაწილეობას,  სადაც 75 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. 


დღის ამბები