ორშაბათი 26, აგვისტო 2019

კაიზერი“ - სამხედროს ოთხფეხა მეგობარი

04, ივლისი 2019 20:30:00

გიამბობთ  სამხედროს ოთხფეხა მეგობარზე. კაიზერი  ბაზაზე გაიზარდა. იგი კინოლოგმა ილია გოგოლაძემ გაწვრთნა.; ძაღლის მოვალეობა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. იგი დაბინძურ ტერიტორიებზე სხვადასხვა ასაფეთქებელ  ნივთიერებს ეძებს.  დავალების ოპერატიულად შესრულებისთვის კი ჯილდოს იღებს. 

3 თვის იყო, როცა ილია გოგოლაძეს „კაიზერი“ სამხედრო ბაზაზე მიუყვანეს. კინოლოგმა მისი გაწვრთნა 6 თვიდან დაიწყო. პროცესი რამდენიმე ეტაპს ეტაპს მოიცავდა, სირთულეების მიუხედავად, მიაჩნია, რომ ლაბრადორი ძალიან ჭკვიანი ცხოველია და მას ათვისების კარგი უნარი აქვს. სამხედროს ოთხფეხა მეგობრის მოვალოება დაბინძურ ტერიტორიებზე სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენაა, რის შემდეგაც პროცესში გამნაღმველები ერთვებიან. დავალების კარგად და ოპერატიულად შესრულებისთვის „კაიზერი“ ჯილდოს ღებულობს. სასურველი საკვები და ბურთი ცხოველს მოტივაციას უზრდის. „კაიზერი“ ახლა შვიდი წლისაა, ძაღლი საქმიანობას დაახლოებით ორ წელში დაასრულებს, რადგან სპეციალისტების თქმით, ამ ასაკში ისინი დავალებებს ვეღარ ასრულებენ. „კაიზერი“ სამსახურის შემდეგ ბინას კინოლოგთან დაიდებს. თავდაცვის სამინისტრო ძაღლს მწვრთნელს აჩუქებს.