05, ივლისი 2019 19:56:00
გრანდიოზული ფასდაკლება „იუსკში“. სკანდინავიური ბრენდის მაღაზია, ბათუმში, ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებლებს, განსაკუთრებულ შეთავაზებებს და მრავალფეროვან საჩუქრებს ჰპირდება.
ხუთი ივლისიდან, ერთგულ მომხმარებლებს, „იუსკში“, სრულ ასორტიმენტზე, 30-დან 50 პროცენტამდე ფასდაკლება ელოდებათ. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „იუსკის“ სტუმრებს, უამრავი სიურპრიზი, ნამდვილი სადღესასწაულო გარემო და გრანდიოზული საჩუქრები დახვდებათ.
ექვს და შვიდ ივლისს „იუსკის“ ბათუმის ფილიალი, რომელიც გორგილაძის 88 ნომერში, „ბათუმი მოლის“ მიმდებარედ მდებარეობს, 12 საათამდე იმუშავებს და სპეციალურად მომხმარებლებისთვის, შოპინგის ღამეს მოაწყობს.
„იუსკის“ მომხმარებლები ამბობენ, რომ სკანდინავიური ბრენდის მაღაზიათა ქსელის ერთგულების ინდექსს, აქ არსებული მრავალფეროვნება და ხარისხი განსაზღვრავს.
„იუსკი“ არის სივრცე, სადაც მომხმარებლებს, სკანდინავიური ბრენდის, უმაღლესი ხარისხის საოჯახო აქსესუარებისა და საზაფხულო ავეჯის შეძენა, ხელმისაწვდომ ფასად შეუძლიათ.