ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ბათუმში

05, ივლისი 2019 20:37:00

სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი ვიზიტი ბათუმში და მედიის კითხვები, რომლებიც უპასუხოდ დატოვა.  რისთვის ჩამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტი  აჭარაში? მის აქცენტებზე ხატია გოგრაჭაძე გიამბობთ

ქვეყნის პრეზიდენტმა  რეგიონში ვიზიტისას ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. მედიის წარმომადგენლებთან კი განმარტეს, რომ  ზურაბიშვილი, ბათუმში ახლო მომავალში ვიზიტს, ისევ, გეგმავს და რეგიონთან დაკავშირებულ კითხვებს დაწვრილებით, მომდევნი სტუმრობისას უპასუხებს.
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართა. აუდიენციის დასრულების შემდგომ, კი  განაცხადეს, რომ ტურიზმსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს, თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებიათ
საქართველოს პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესაც შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საამაყოა რომ სასამართლო დიდი ნდობით სარგებლობს
სალომე ზურაბიშვილმა, ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ გახსნა. ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ტურიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ღონისძიებაზე ზურაბიშვილმა, სხვადასხვა მიმართულებით, ქალების გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხევვა როცა რეგიონში ვიზიტისას ქვეყნის პრეზიდენტი ჟურნალისტებს უპ[ასუხოდ ტოვებს.  სალომე ზურაბიშვილი აჭარას მარტშიც სტუმრობა, როცა ახლადრეაბილიტირებული  ბათმის დრამატული თეატრი გაიხსნა. მაშინ ჟურნალისტებს  ქვეყნის პრეზიდენტისტის კითხვის დასმის შესაძლპებლობაც არ მიეცათ.