სამშაბათი 17, სექტემბერი 2019

ახალი აღმოჩენები გონიო-აფსაროსის ციხეში

05, ივლისი 2019 20:33:00

იშვიათი აღმოჩენები გონიო-აფსაროსის ციხეზე. ქალთველმა და პოლონელმა არქეოლოგებმა გათხრებისას  210 წლით დათარიღებული ნომინალები აღმოაჩინეს. ექსპედიციის წევრებმა იპოვეს პირველი, მესამე საუკუნეების კერამიკული ქოთნებიც.

ტერიტორია სადაც ახლა არქეოლოგები მუშაობენ, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში რომაელებს ჰქონიათ დაკავებული. პროფესორი შოთა მამულაძე გვიყვება, რომ გონიო აფსაროსში, იმ პერიოდში,  1200-მდე ლეგიონერი იდგა,მათი ნაგებობები შუა საუკუნეებში ხანძარს გაუნადგურებია, თუმცა მოგავინებით, ტერიტიროა მოასწორეს და ყაზარმები ხელახლა ყაზარმები მაოწყვეს.
გონიოს ციხეში ქართულ- პოლონური არქოლოგიური  გათხების შედეგად, სხვადასხვა სახის კერამიკული ქოთნების, ლუთერიების, მინისა და ლითონის ნაკეთობებიც აღმოაჩინეს. მკველვარებმა აქვე ვერცხლისა და ბრინჯაოს მონეტებს მიაკვლიეს. იგი სეპტიმუს-სევერუსის სახელით 210 წელს მოჭრილი მონეტაა იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება.
ექსპედიციის წევრებმა  I -III საუკუნეების რომაული და VI - VII საუკუნეების ბიზანტიური კულტურის ფენებიც აღმოაჩინეს . ციხის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში კი გასულ წელს აღმოჩენილი გარნიზონის მეთურის სასახლისა და აბანოს ნაშთების მოზაიკური იატაკის შესწავლა და თხრილების გაფართოება მიმდინარეობს.გონიოს ციხის ტერიტორიაზე სამუშაოები რამდენიმე ლოკაციზე  ხორციელდება. გათხრების პარალელურად არქეოლოგიური უბნების საკონსერვაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. 
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  გონიოს ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოებისთვის ჯამში 100 ათას ლარი აქვს გათვალისწინებული. არქეოლოგიური უბნების კონსერვაციისთვის კი 90 000 ლარია გამოყოფილი. 
გონიო-აფსაროსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ოთხი დღის წინ განახლდა და აგვისტოს ბოლომდე გაგრძლდება.  


დღის ამბები