05, ივლისი 2019 20:30:00
დღეს სტუდენტთა დასაქმების პროგრამის შემაჯამებელი ანგარიში გაიმართა. სხვადასხვა სფეროში დასაქმების მსურველმა სტუდენტებმა ერთთვიანი თეორიული და 15 დღიანი პრაქტიკული სწავლება გაიარეს. მათგან 60%-ი დასაქმებულია. ახალგაზრდებიდან სწავლა 42-მა დაასრულა, ხოლო 8 კი სასწავლო პროცესშივე გაირიცხა. გადამზადებულმა სტუდენტებმა კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები მიიღეს. დღესვე მადლობის სიგელები გადაეცათ დასაქმების სააგენტოს პარტნიორ კომპანიებსაც.