31, მარტი 2017 20:30:00
ბათუმის მერიისა და სკოლა-ლიცეუმ „მასტერკლასის“ ორგანიზებით გამწვანების აქცია მოეწყო. თამარის დასახელბაში ე.წ დევნილების უბანში დღეს რცხილას, ცაცხვის და ნაძვის ხეები დარგეს. 20-მდე მცენარის ნერგი სკოლამ შეიძინა. მსგავსი აქტივობის გაგრძელებას მოსწავლეები გამწვანების სამსახურთან ერთად მომავალშიც გეგმავენ.