ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები

09, ივლისი 2019 20:38:00

კანონთან კომფლიქტში მყოფი ბავშვები და  დანაშაული არასრულწლოვნების ასაკში.  რა უბიძგებს  16   წლამდე მოზარდებს  კანონდარღვევისკემ? რას უკავშირებენ ფსიქოლოგები მოზარდების მხრიდან ჩადებილი დანაშაულის გაზრდილ მაჩვენებელს?და რა რეკომენდაციები აქვს მესამე სექტორს?ფიქრია დავლაძე გიამბობთ 

გოგებაშვილის ქუჩაზე სუვენირების ჯიხურისა და ღვინის მაღაზიის გაძარცვის ფაქტზე დაკავებული პირი სავარაუდოდ არასრულწლოვანია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ჯიხურების მეპატრონეების თქმით, ქურდობის ფაქტი  რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა. ეჭვი ისევ არასრულწლოვნებზე აქვთ.
კანონმდებლობის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი, თუ დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი. 
ახალგაზრდის ცნობიერების ამაღლება, ნაკლები თავისუფალი დრო და სხვადასხვა აქტივობებში  ჩართულობა , - მესამე სექტორში არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულის შემცირდების მექანიზმებზე საუბრობენ. დემოკრატიის ინსტიტუტში ფიქრობენ რომ  გამოსავალი კანონსი გამკაცრება არ არის. რამინ გვარიშვილს არგუმენტად წინა წლებში არსებული კანონი მოჰყავს. 
დანაშაულის შესამცირებლად სახელმწიფო მექანიზმი არარსებობს- მიიჩნევენ ოპოზიციაში. ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში, საკანონმდებლო ინიციატივის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ. მირდატ ქამადაძის თქმით, არასრულწლოვნების უკან ხშირ შემთხვევაში კრიმინალები დგანან. 
კანონის ლოიალურობაზე საუბრობს ფსიქოლოგიც, რომელიც მიჩნევს, რომ ამის გამო, შესაძლოა მოზარდი ბოროტად იქნეს გამოყენებული. თუმცა ქეთი ბერიძე  გამოსავალს საგანმანათლებლო სისტემაში ფსიქოლოგებისა და სოც მუშაკების მეტ ჩართულობაში ხედავს. სპეციალისტი იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც სავარაუდოდ არასრულწლოვნებს დანაშაულისკენ უბიძგებს
მმართველ გუნდში არასრულწლოვანთა დანაშაულის ფაქტების სიღრმისეულ გამოძიებაში ხედავენ
ოფიციალური  ინფორმაციით, არასრულწლოვანთა და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების რიცხვმა 2018 წელს მკვეთრად მოიმატა, განსკაუთრებით კი ქურდობის ნაწილში. 


დღის ამბები