პარასკევი 23, აგვისტო 2019

ტარიელ ნაკაიძე:-“ბათუმის მერიაში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა“

09, ივლისი 2019 20:36:00

მუსლიმი თემი და მერია კვლავ ვერ შეთანხმდნენ,   უშედეგოდ ჩავლილი შეხვედრა, რომელიც სულ რაღაც 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. რა შესთავაზა და რა ვერ შესთავაზა უწყებამ მოწრმუნებსს? დავა, რომელიც წლებია გრძელდებია. როდის მიიღებს სასამართლო საბოლო გადაწყვეტილებას?

ბათუმის მერსა და მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით საინიციატივი ჯგუფის წევრებს შორის შეხვედრა  კვლავ უშედეგოდ  დასრულდა.  ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე დღევანდელ მოლაპარაკებას, მუსლიმების მიმართ შეურაცმყოფელად მიიჩნევს. ტარიელ ნაკაიძის თქმით, ეს არის მცდელობა მუსლიმებს წაართვან , ტერიტორია,  რომელიც მეჩეთის მშენებლობისთვის საკუთარი სახსრებით შეიძინეს.
შეხვედრას ბათუმის მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და საინიციატივი ჯგუფის  წევრებთან ერთად,  რელიგიის საკითხთა სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი განმარტებით მხარეებს  კონკრეტული წინადადებებზე არ უსაუბრია . მოლაპარაკება   15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და იგი მდიისთვის დახურული იყო.  
ბათუმის მერი მუსლიმი თემის განცხადებას არ იზიარებს და შეურაცმყოფელი წინადადებების შეთავაზებას უარყოფს. ლაშა კომახიძის განცხადებით,  მათ მიერ კონკრეტული წინადადებები საინიციატივო ჯგუფისთვის არაერთხელ იყო ახსნილი. ქალაქის მერი თვლის, რომ  საერთო გამოსავლის რესურსი  ჯერ კიდევ არსებობს.
მერიასა და მუსლიმებს შორის სასამართლო დავა, ორი წელია  რაც მიმდინარეობს. ბათუმის მერია მათ საკუთრებაში არსებული მიწის  ნაკვეთის  მუსლიმთა სამმართველოზე  გადაცემას სთხოვს, რასაც მუსლიმები  ეწინააღმდეგებიან. სასამართლომ მხარეებს მორიგება რამდენჯერმე შესთავაზა. მუსლიმი თემი მეჩეთის მშენებლობას ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე  გეგმავს. თუმცა, ბათუმის მერია აღნიშნულ ტერიტორიაზე  მშენებლობის ნებართვას არ აძლევს.  


დღის ამბები