10, ივლისი 2019 20:37:00
33 მილიონ ლარზე მეტი ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვისთვის. რამდენად მიზნობრივად იხარჯება ბიუჯეტის თანხები? „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ანგარიში გამოაქვეყნა. ფიქრია დავლაძე მუშაობდა თემაზე
2018 წლის მდგომარეობით, ბათუმში 32 საბავშვო ბაღია, თუმცა ამის მიუხედავად, გამო, სკოლანდელი სააღმზრდელო დაწესებულების მიღმა 600 აღსაზრდელი დარჩა. ეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშში წერია. კვლევის ავტორებისთვის ამ ფონზე თვალშისაცემი ბაღების გაერთიანების მიერ გაცემული პრემიების რაოდენობაა.
კვლევის შედეგად დასაქმებულთა სიმრავლით გამოირჩევა ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო და ბათუმის ავტოტრანსპორტის სამსახური. ირკვევა რომ ამ უკანასკნელში 626 ადამიანია დასაქმებული, მათგან 99 პირი შტატგარეშე თანამშრომელია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ კვლევა 2018-19 წლების მონაცემების მიხედვით ჩაატარა. სოფო ხარაზის თქმით ბათუმს მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 33 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. ორგანიზაციის ანალიტიკოსი აღნიშნული რაოდენობის ფულის ხარჯვას გაუმართლებლად მიიჩნევს, იმ ფონზე როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა მუნიციპალური პრობლემების მოგვარება ვერ ხერხდება.
მსგავსი შინაარსის ხარვეზები გამოავლინა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც- აცხადებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. მირდატ ქამადაძის თქმით, აღნიშNული საკითხი ბათუმის საკრებულოში
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს. მიიჩნევს, რომ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სამუშაოები მერიის სამსახურთან კონსულტაციების საფუძველზე სიღრმისეულად უნდა ეწარმოებინა.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მოსაზრებით ბათუმის მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მუშაობის პარალელურად უნდა შეისწავლოს საქმიანობის ის მიმართულებები რომელიც ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებს.