10, ივლისი 2019 20:33:00
ახალი საგანამანათლებლო სივრცე რეგიონში. 3 წელიწადში ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტი აშენდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ქვეყნის პრეზიდენტმა საგანმანათლებლო ტურიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
განათლების მინისტრის მოადგილე, ინციდენტს იმ პროექტის წარმატების ნიშნად მიიჩნევს, რომლის ფარგლებშიც, ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო დონის კამპუსი აშენდება. ირინე აბულაძის თქმით, რეგიონი ტურისტული თვალსაზრისის გარდა, საერთაშორისო დონეზე, განათლების კუთხითაც საინტერესო ხდება.
კომპლექსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, აუზებით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. კავკასიის უნივერისტეტის პრეზიდენტის თქმით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე მიიღონ საერთაშორისო დონის, თანამედროვე განათლება
საგანმანათლებლო სივრცე, 1500 ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტსა და 500 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. მშენებლობის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა ახალი სივრცისმნიშვნელობაზე ისუაბრა დაპირობა დადო, რომ ის იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც ახალ კამპუსში ლექციას წაიკითხავს.
კავკასიის უნივერსიტეტთან გაფორმებული შეთანხმების შედეგად, ყოველწლიურად, 10 ადგილობრივი სტუდენტი უფასოდ ისწავლის. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამსოვლისას განაცხადა.
კავკასიის უნივერსიტეტი 70 ქვეყნის 130-მდე უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. ახალი საგანამანათლებლოდ აწესებულება მაერიკული სკოლის მიმდებარედ აშენდება და პროცესი სამ წელში უნდა დასრულდეს.