11, ივლისი 2019 17:16:00
მასწავლებელთა გამოცდაზე ორმა პედაგოგმა ე.წ „შპარგალკა“ შეიტანა, ერთი კი, არაფხიზელ მდგომარეოვაში გამოცხადდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3 აპლიკანტი სესიებიდან ამ მიზეზით მოიხსნა, ხოლო დაგვიანების 9 შემთხვევა დაფიქსირდა. მასწავლებლები, დღეს, გამოცდას პროფესიულ უნარებში აბარებენ. ცენტრის ინფორმაციით, სამივე სესიაზე, დარეგისტრირებულ პედაგოგთა 81 პროცენტი გამოცხადდა. მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 21 ივლისს დასრულდება. ტესტირებაზე, წელს დაახლოებით 25 ათასამდე პრაქტიკოსი პედაგოგი და პედაგოგობის მსურველი იყო დარეგისტრირებული.