11, ივლისი 2019 17:12:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად კონკურსი მესამედ ჩატარდება. ბორდის სხდომა 12 ივლისს ჩაინიშნა. საკითხს მრჩეველთა საბჭოს 4-მა წევრმა მხარი დაუჭირა. ბეჟან გობაძემ კი რომელიც ბორდში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არის არჩეული, თავი შეიკავა და ამის მიზეზიც ვერ ახსნა. ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი ორჯერ ჩატარდა, გუშინ მეორე ტურში ორ ორი ხმა, თინათინ ცისკარაძესა და წულიკიძეზე თანამბრად გადანაწილდა. თემასთან დაკავშირებით ვრცლად ჩვენს შემდგომ გამოშვებაში.