შაბათი 24, აგვისტო 2019

ბათუმი რიგით მე -16 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

11, ივლისი 2019 20:38:00

საქართველოს ევროპული გზა- ბათუმი რიგით მე -16 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“   10  წლისთავისადმი  მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე   დელეგატები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს განიხილავენ. მსჯელობენ სამომავლო ნაბიჯებზე და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.
ვაჟა ფშაველას  წერილიდან ციტატა დღეს არც მეტი არც ნაკლები, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე საუბრისას მოიყვანა. დონალდ ტუსკიმ სიტყვით გამოსვლისას ქართველ ერს მიმართა და ერთიანობისკენ მოუწოდა. 

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა 2005 წელს რუსეთის პრეზიდენტის ის განცხადება გაიხსენა, სადაც პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას დიდი შეცდომას უწოდებდა. დღეს კი ტუსკმა საჯაროდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ პირიქით, ეს იყო დიდი პოზიტიური მოვლენა.

ოკუპაცია და სიღარიბე - საქართველოს პრემიერ მინისტრმა ქვეყნის მთავარ გამოწვევად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სწორედ ეს საკითხები დაასახელა. მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა კუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ადგილობრივების ცხოვრების გაუმჯობესება.

ევროსაბჭოს ხელძღვანელობის მხრიდან მხარდაჭერის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციაში და მიიჩნევენ, რომ ამ ახლა მთავრია ხელისუფლება არ შექმნას კრიზისი. 

კონფერენციაზე - ,,საქართველოს ევროპული გზა“ ერთ-ერთი გამომსვლელი იყო საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის იტორიაზე ისაუბრა და პარტნიორობის ახალი კურსის გაძლიერებაზე გაამხვილა ყურადღება. ევროკავში გაწევრიანების გზაზე ისაუბრა პარლამეტის თავმჯდომარემაც და ამ კონტექსტში, მაგალითად სულხან საბა ორბელიანი მოიყვანა.

რიგით მეთქევსმეტე კონფერენციას წელსაც ბათუმი მასპინძლობს. მასშტაბური ღონისძიების რეგიონში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება სიტყვით გამოსვლისას თორნიკე რიჟვაძემ. 

„საქართველოს ევროპული გზა“  აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება. საგარეო საქმეთა მინისტრი ამ გზაზე მთავარ მიღწევად უვიზო მიმოსვლას, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალს ვაჭრობას და ენერგო-თანამეგობრობაში გაერთიანებას ასახლელებს.

კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც ცხრა სესია გაიმართება. დელეგატები განიხილავენ  შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ჰიბრიდულ გამოწვევებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოდელი 2009 წელს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ექვსი პარტნიორი ქვეყნის თაოსნობით შეიქმნა, რომლის მიზანიც ევროკავშირთან აღმოსავლეთ ევროპოს ქვეყმენის აჩქარებული პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერაა. 


დღის ამბები