კვირა 25, აგვისტო 2019

პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, ბათუმში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა

11, ივლისი 2019 20:35:00

პირველი საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. შედგა რამდენიმე პირისპირი შეხვედრა. რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა? სიუჟეტიდან გაიგებთ 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ბათუმში მიმდინარე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთების ორი მთავარი უპირატესობა გეოგრაფიული მდებარეობა და დაბალი გადასახადებია.  ნათია თურნავამ ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და  ყურადღება საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვან პოზიციებზე გაამახვილა. 
ფორუმის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა, ძირითადად ეკონომიკისა და ტურიზმის საკითხებზე ისაუბრეს. საინვესტიციო თანამშრომლობის კუთხით, დღეს, ქობულეთში სასტუმრო „გრინ რეზორტსის“ მშენებლობის დაწყებაზეც ისაუბრეს.
ჩეხეთისა და სლოვაკეთის ელჩები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,  განახლებულ ლუდის ქარხანას ეწვიენ. სადაც, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან შემოტანილი ახალი აპარატურები, ლუდის ჩამოსასხმელი ტექნოლოგიური დანადგარები დაათვალიერეს.
დიპლომატების ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა  მინისტრმა, ბათუმს, ტექბოლის მაგიდა გადასცა.  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საჩუქარი, უნგრეთისა და საქართველოს მეგობრობის სიმბოლოა.
საერთაშორისო ფორუმზე საინვესტიციო პროექტების კატალოგი შეიმუშავეს, რომელიც პოტენციურ ინვესტორებს საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს გააცნობს. ღონისძიებას, ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები, რამდენიმე ათეული ქვეყნიდან ესწრებოდნენ.

 


დღის ამბები