ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

შრომის ინსპექტირების შესახებ კანონი, რომელიც რამდენიემე თვეში ამოქმედდება

11, ივლისი 2019 20:31:00

ჯერჯერობით უცნობია რამდენმა კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი ინსპეტორებთან,  რომლებიც  დასაქმებლებს უსაფრთხოებს წესების  დაცვას დაავალდებულებენ. სპეციალისტების გადამზადებისთვის სახელმწიფო პროგრამა ჯერ ჯერობით არ მოქმედებს, კადრების გადამზადებაზე  ორგანიზაციები  ზრუნავენ.

 „შრომის ინსპექცია სადამსჯელო ორგანიზაცია კი არ უნდა გახდეს, არამედ ბიზნესის პარტნიორი იმისთვის, რომ ჩვენ ეს სტანდარტი ერთად დავნერგოთ,“ – განცახდება დიმიტრი ცქიტიშვილმა ბათუმში  სამშენებლო  კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. საქართველოს პარლამენტის წევრი,  უწყებათაშორის სამუშაო  ჯგუფს წარმოადგენს , რომელიც შომის უსაფრთხოების კუთხით მუშაობს.

შეხვედრას, ბიზნესომბუდსმენი და ბათუმის მერიც ესწრებოდა. საუბარი შეეხო ცვლილერბებთან დაკავშირებით სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მუშა ხელის დამოკიდებულებასაც.

შრომის ინსპექტირების შესახებ ახალი კანონი ძალაში იანვრიდან უნდა შევიდეს. დოკუმენტი  სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას დაარეგულირებს.   მიზანი უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაა.


დღის ამბები